ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილი წაიქცა და საკაცის მოტანა გახდა საჭირო
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ციხის მე-18 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ ექსპრეზიდენტი დაეცა.
“როცა სააკაშვილი შეხვედრის ოთახს ტოვებდა, ის მოწყვეტით წაიქცა. საკაცე მოიტანეს. არ ვიცი, რა ვთქვა, თვალები ხელით გავუხსენით. მასთან დარჩა ნიკა გვარამია. შემთხვევა დაახლოებით ათი წუთის წინ მოხდა. ველოდებით პენიტენციურის განცხადებას”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.