ზურაბ ქადაგიძე: ლომჯარიას შექმნილი „კონსილიუმის“ წევრ თენგიზ წულაძის ცოლი სანდრა რულოვსის მეჯვარეა და ესენი წერენ ობიექტურ დასკვნას?

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ყველაზე აქტიური წევრის, თენგიზ წულაძის მეუღლე სანდრა რულოვსის მეჯვარეა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ისინი სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ობიექტურ დასკვნას ვერ დაწერენ.

,,ნაცების,, დამცველი ლომჯარიას შექმნილი „კონსილიუმის“ ყველაზე აქტიური წევრი მთლად სააკაშვილის ოჯახის წევრია. თენგიზ წულაძის ცოლი სანდრა რულოვსის მეჯვარეა! და ესენი წერენ ობიექტურ დასკვნას?!’’ – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები