ბათუმში, ერთ-ერთ ავტოსალონში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, ავტოსალონის მფლობელი კომპანია უცხო ქვეყნიდან ავტომობილების საქართველოში არალეგალური გზით რეალიზებას ახდენდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანების შეძენა -გასაღებას გულისხმობს.