ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი კაცი რომ იყოს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში ისაუბრა.

„ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას. მან იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხნის მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან უნდა გამოიხსნას. იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს – ეს არის მარტივი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მოტაცებისა და გატაცების საშუალებას მისცემენ ვინმეს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები, ჩვენ ვფიქრობთ ადამინების სიცოცხლეზე. წარმოიდგინეთ თავდასხმა კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. სააკაშვილი რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. მით უმეტეს არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომელსაც ის არ ასრულებს. კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები