ვიქტორ ჯაფარიძე: დაიწყოს ჭამა, მერე რა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტია – უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე

“კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება, რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს მერე ჭამა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.

“კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება და რას ვერ უკეთებენ, არ დაუკონკრეტებიათ. რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს მერე ჭამა, ხომ უნდა დაიწყოს ჭამა, აბა, რა არის. ყველა პატიმარმა რომ სე მოითხოვოს, შიმშილი დაიწყოს, რომ გადამიყვანეთ, თორემ ასე გავაკეთებ, რა?! არაჩვეულებრივი პატიმარია თუ რა? საქართველოს მესამე პრეზიდენტი მერე რა, რომ არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე, ძალიან ბევრი დანაშაული”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები