ნინო წილოსანი: სწორი ნაბიჯი იქნება, თუ არ წააქეზებენ შიმშილობას

“ექიმები იქნება, ომბუდსმენი თუ მიხეილ სააკაშვილის ან მოშიმშილე ადამიანების მხარდამჭერები, ვფიქრობ, რომ მათი სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი თხოვენ და მოუწოდებენ ამ ადამიანებს შიმშილობის შეწყვეტისკენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოშიმშილე პოლიტიკოსები პროტესტის ისეთი რადიკალური ფორმით, როგორიც შიმშილობაა, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებენ.

“ექიმები იქნება, ომბუდსმენი თუ მიხეილ სააკაშვილის ან მოშიმშილე ადამიანების მხარდამჭერები ვფიქრობ, რომ მათი სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი თხოვენ და მოუწოდებენ ამ ადამიანებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ წააქეზებენ ამ ქმედებას, რადგან ამგვარი რადიკალური და მძიმე პროტესტის ფორმით მხოლოდ იზიანებენ საკუთარ ჯანმრთელობას და თუ ვინმეს ედარდება ეს ადამიანები, მათ ადგილას მივმართავდი თხოვნით, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა”, – ამბობს ნინო წილოსანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები