რა გახდა გლდანში მომხდარი დაჭრის მიზეზი – რას ყვებიან ადგილობრივები

თბილისში, გლდანში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, რომელიც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა, რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ მაღაზიაში დაიწყო, რა დროსაც ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად მაღაზიის კონსულტანტი და ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირსპირდნენ.

მეორე ვერსიით, როგორც თვითმხილველები ყვებიან,  21 წლის მამაკაცს მისი ჩაცმულობის გამო დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა მომხდარის გამო 1990 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები