არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს, როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს მას
გარწმუნებთ, რომ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო არეულობის რელსებზე გადაიყვანონ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ “ღამის კურიერის” ეთერში “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძის შეფასებით, მსჯვარდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრთხეში აგდებს დეპუტატ ელენე ხოშტარიას სიცოცხლესაც, რომელიც მის გამო შიმშილობს.
“გარწმუნებთ, რომ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო არეულობის რელსებზე გადაიყვანონ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს, როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს მის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც. ეს სახელმწიფოა და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან “ნაციონალური მოძრაობა”, ეს საქართველოა, რომელიც აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.