პრეზიდენტი: თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა
“თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.
“ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სხვა სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნია რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევა, რომ სამოქალაქო კლინიკაში იყვნენ გადაყვანილი, სწორედ ამ განსაკუთებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ მის მკურნალობას რამე დააკლეს შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.