“ვმსჯელობთ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის პროტესტზე” – ოპოზიცია “ლელოს” ოფისში იკრიბება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები “ლელოს” ოფისში იკრიბებიან.

როგორც “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, მსჯელობის საგანი ოპოზიციის სამომავლო გეგმებია.

“პოლიტიკური კრიზისი ძალიან რთულ ფაზაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ კრიზისის გაღრმავებას სულ უფრო უწყობს ხელს და, ამიტომ, კოალიციურ ფორმატში ვაგრძელებთ კონსულტაციას სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით – თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამომავლო გეგმა. ვმსჯელობთ სხვადასხვა ტიპის პროტესტზე, სხვადასხვა ადგილზე და, საბოლოოდ, ვმუშაობთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სხვადასხვა ხერხით იქნას განმუხტული”, – განაცხადა ბუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები