დღეის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობამ 8,532 ტონა შეადგინა

ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულება 4,311 ათასი აშშ დოლარია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 2,206 ტონით (35%), ხოლო ღირებულება – 856 ათასი აშშ დოლარით (25%) გაიზარდა.
2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3,089 ტონა), სომხეთში (3,052 ტონა), უკრაინაში (2,172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9.9 ტონა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები