თამარ ტალიაშვილი: ერთადერთი სწორი მოწოდება მოშიმშილე პატიმრის მიმართ არის ის, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა

“მინდა, გავაჟღერო ერთი კითხვა, რომელიც აქტიურად მუსირებს საზოგადოებაში და მიმართული არის ოპოზიციისკენ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იჩემებენ, რომ ისინი ზრუნავენ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რატომ ერთხელაც არ მოუწოდებიათ მისთვის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. არადა, ერთადერთი სწორი მოწოდება მოშიმშილე პატიმრის მიმართ არის სწორედ ის, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა და ეს დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, როდესაც მან თავის გადაწყვეტილებაში დაჟინებით მოუწოდა სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციას და მათ წარმომადგენლებს, ეს მოწოდება აეტაცებინა ჩვენ პირიქით, არაერთხელ გვსმენია ოპოზიციის მხრიდან, რომ თუ სააკაშვილის შეწყვეტს შიმშილობას ეს იქნება პოლიტიკური სუიციდი, მსგავსი ნარატივი არაერთხელ გსმენია ოპოზიციის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გასცეს საზოგადოების კითხვას პასუხი, თუ რატომ არ მოუწოდებენ ისინი მოშიმშილე პატიმარს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, „წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ყალიბდება ისეთი მოსაზრება, რომ ოპოზიციას არ სჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული ძალიან მძიმე ეჭვები იქნას გაქარწყლებული”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები