ელენე ხოშტარია: ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, არ გავჩერდები

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ანალიზების შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ ცვლილებები არ არის.

“დღე #14. ახლა იყო ექიმი.
ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც ძალიან კარგია! ფაქტობრივად, უკეთ ყოფნას ნიშნავს ამ პირობებში.
არ გავჩერდები!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში!”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი პარლამენტში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს მოთხოვნით – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები