მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მოსამართლის თქმით, სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი იყო, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებულის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ ჩართვაზე უარს კი თავად ბრალდებული აცხადებს. როგორც მოსამართლემ განმარტა, თუკი ეს ბრალდებულს არ სურს, ეს მისი უფლებაა.