“ნაცმოძრაობის” აქციის პარალელურად, პოლიციის მობილიზება ხდება, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.
რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდებოდა, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით აპირებენ მსვლელობის გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები