მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაიმართება

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება.

სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზე დასწრების უფლება დღესაც არ მიეცა.

იმის გამო, რომ არ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვდა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, ბადრი კოჭლამაზაშვილს დავალება აქვს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მივიდეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა – დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია, როცა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიყვანაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საუბარია 9 მილიონ ლარზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები