ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს

„დემოკრატიულ სახელმწიფოში, შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, მათ შეუძლიათ, ეს გააგრძელონ, მაგრამ ყველაფერი კანონისა და სამართლის ჩარჩოებში უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის საპროტესტო აქციების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს.

„რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, მათ შეუძლიათ, ეს გააგრძელონ, მაგრამ ყველაფერი კანონისა და სამართლის ჩარჩოებში უნდა მოხდეს. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ მოთხოვნებს – სახელმწიფომ არაერთხელ განაცხადა და კვლავაც აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ყველა უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები