ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხარო რეალობაა მიხეილ სააკაშვილის განსხვავებულ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა

„ადგილობრივი პოლიტიკური ძალები მართლმსაჯულების პოლიტიზირებას ცდილობენ. ისინი, ამ ყველაფერში ცდილობენ, საკუთარი და საერთაშორისო პოლიტიკური პარტნიორების ჩათრევას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის.

„სამწუხარო რეალობაა მიხეილ სააკაშვილის განსხვავებულ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა. თითქოს, ეს ადამიანი დამნაშავე არ იყოს. დღეს შემდეგი რეალობა გვაქვს: მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით. ასევე, არსებობს სხვა საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ის წარდგენილია საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე და საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის, პატიმრობას სრულად მოიხდის“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები