ლევან ნიკოლეიშვილი – სააკაშვილზე: რაც ამ მტარვალს აქვს ჩადენილი, არავის გაუკვირდება თუ უვადო პატიმრობაზეც გავა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ არავის გაუკვირდება, თუ ბრალდებული პატიმარი უვადო პატიმრობაზეც გავა.

მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრი საუბრობს სააკაშვილის 6 წლიან სასჯელზე, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ მასზე ჯერ კიდევ მიდის ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

“აქედან ერთ-ერთ მათგანზე მას შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს. „დღეს ძალიან ბევრი საუბრობს სააკაშვილის 6 წლიან სასჯელზე. მათ შორის პოლიტიკოსებიც. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ მასზე ჯერ კიდევ მიდის ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აქედან ერთ-ერთ მათგანზე მას შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს. მართალია მოქმედი, უაღრესად ჰუმანური კანონებით შეკრებითობა გაუქმდა და მიმდინარე 6 წელს ის 10 გადაფარავს, მაგრამ თუ იმ დანაშაულებს გავიხსენებთ, რაც ამ მტარვალს აქვს ჩადენილი, 6 წელი კი არა, არავის გაუკვირდება თუ უვადო პატიმრობაზეც გავა ბრალდებული პატიმარი“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები