მიხეილ სარჯველაძე – ფოტოების გავრცელებაზე: ის, რაც დღეს მოხდა, უპასუხისმგებლო განცხადებით გიგი უგულავამ წაახალისა

რაც დღეს ვიხილეთ, ეს ფსკერზე ქვემოთაა, ის, რაც დაიწყო, გიგი უგულავამ თავისი უპასუხისმგებლო განცხადებით წაახალისა, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა.

„მეორე უპასუხისმგებლობა იცით, როდის იყო, როცა მე ბრიფინგი ჩავატარე და ვთქვი, რომ ყველას ვთხოვ გამოვიდეთ და ერთმნიშვნელოვნად დავგმოთ ასეთი საქციელი, აქ ჩემი მიზანი არ იყო ვინმესთვის ნიშნის მოგება, რომ რაღაც დააშავა, არამედ პრევენცია მომხდარიყო იმის, რაც დღეს ვნახეთ. ახლაც არაა გვიან, ყველა უნდა გამოვიდეს და ერთმნიშვნელოვნად ხაზის გადასმით თქვას, რომ ასეთი რამ არასოდესაა მისაღები და ხალხო არასდროს მისცეთ ხმა ადამიანს ვინც ასეთ რამეს გააკეთებს. არასოდეს გაიზიაროთ მისი პოზიცია. არ შეიძლება, საზოგადოებას უნდოდეს მსგავსი მოვლენები, რა სახელიც  უნდა ეწოდოს. ეს წარმოუდგენელი რამეა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები