ნიკა მელია: ქუჩაში გამოსული, საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან

“მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, მსჯელობს, რას იზამს ოპოზიცია, გადატეხავს ვითარებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, ტალახიდან ამოიყვნას სახელმწიფოს, სადაც რეჟიმმა ჩააგდო თუ არა?”, – ამის შესახებ “ნაციონალური  მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს თითოეული მოქალაქეა.

“მინდა, ვთქვა, მთავარი – ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიცია არის საქართველოს თითოეული მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ხელისუფლება და რეჟიმი ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი რომ გვყავდეს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შერიგებიკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება! ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, არის ქუჩაში გამოსული, საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული, საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები