ანა ფოტიგა – სააკაშვილზე: მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ის საქართველოში იმყოფება

“მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი გამომდინარე მთელი მსოფლიოს პოზიციიდან შეფასების თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, იმის აღიარება, რომ სამართლიანი სასამართლო გაიმართება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

”მე მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ის საქართველოში იმყოფება. ჩვენი დრო არ გახლავთ კანონგარეშე მყოფი ადამიანების დრო, ე.წ. გარიყულების დრო საკუთარ ქვეყანაში. ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა პოლონეთში. ყველას აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში და როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, უნდა ჰქონოდა სასამართლოზე წარდგენის უფლება. ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ახალაიას პატიმრობისას, მე არ ვლაპარაკობდი ჩემ დამოკიდებულებაზე, განსჯებზე მათთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვეწვიე მათ ციხეში, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ერთკაციანი საკანი, რომელშიც იყვნენ მოთავსებული, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს მათ ხანგრძლივად გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო შესაბამისი პირობები, სიმშვიდე და არცერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა გარემოს უსაფრთხოებას. ტრადიცია არსებობდა საქართველოში, რომ პატიმარს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რეჟიმი, პატიმარი, რომელიც შეიძლება დაშინების საგანი გახდეს სხვა პატიმრების მხრიდან თავისი აქტივობიდან გამომდინარე, როგორც წესი, მოთავსებულია საკანში მარტო“, – განაცხადა ფოტიგამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები