ლადო ბოჟაძე: აქციაზე იმდენად ცოტა ხალხია, „მთავარი“ და ტვ „პირველი” პირდაპირ ეთერში ჩართვასაც კი ვერ ბედავენ სირცხვილისგან

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ და ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და Facebook-ზე წერს, რომ პარლამენტთან იმდენად ცოტა ადამიანია მისული, რომ ოპოზიციური ტელეარხები პირდაპირ ეთერშიც ჩართვასაც ერიდებიან.

„პროტესტი პერმანენტული იქნება, გაიზრდება, აზვირთდება და ყველაფერს წალეკავსო… ამ დროს, აქციაზე იმდენად ცოტა ხალხია „მთავარი” (გლავნი კანალი) და ტვ „პირველი”(პერვი კანალი) პირდაპირ ეთერში ჩართვასაც კი ვერ ბედავენ სირცხვილისგან“ – წერს ბოჟაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები