ირაკლი ლატარია : „მთავარი“ არც კი შედის პირდაპირ ეთერში, ეს არის მიშას აქცია, მიშას მხარდაჭერა, ამ ხალხის გამო უნდა ვიყოთ 24 საათი რყევაში და ქაოსში?

ეს არის მიშას აქცია, მიშას მხარდაჭერა და ამ ხალხის გამო უნდა ვიყოთ 24 საათი რყევაში და ქაოსში?-ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმიანება.

მისი თქმით, „მთავარი არხი“ არც კი შედის პირდაპირ ეთერში. „მთავარი” არც კი შედის პირდაპირ ეთერში აქციიდან. ეს არის მიშას აქცია, მიშას მხარდაჭერა და ამ ხალხის გამო უნდა ვიყოთ 24 საათი რყევაში და ქაოსში? დააშავა და აგებს პასუხს, დაასვენეთ პატიმარი თავისივე საკანში, დაასვენეთ. ხომ ხედავთ, არ გყავთ მხარდამჭერები და შეგვეშვით, მოგვეცით ქვეყნის წინ სვლის საშუალება, უბრალოდ თავი დაგვანებეთ!!!“ – წერს ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები