“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტთან მორიგ აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას მართავს. შეკრებილების მოთხოვნები უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნები.

პარლამენტთან უკვე მოწყობილია სცენა და დამონტაჟებულია ხმის ტექნიკა. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, საჭირო არ გამხდარა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები