გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან იზორიას საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო და სრულუფლებიან ელჩს, ლევან იზორიას, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.
ქართველმა დიპლომატმა ჯილდო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 20 ნოემბრის დეკრეტის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს, მანამდე კი ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2016-2019 წლებში, იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები