თეა ახვლედიანი UNDP-ის ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა UNDP-ის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მიმოიხილეს აფხაზეთის რეგიონში გაერო-ს საქმიანობა და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და დახმარებას ისახავს მიზნად.

თეა ახვლედიანმა UNDP-ის წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

UNDP-ის წარმომადგენელმა მადლიერებით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები