წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული 2 ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტს არ შეესაბამებოდა.

ამავე ტერიტორიაზე გამოვლინდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფარულად გადატანის 2 ფაქტი. ერთ შემთხვევაში, 10 მ3 ფიცრის ცემენტის გადასატანი რეზერვუარით ტრანსპორტირებას ახდენდენ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2,3 მ3 ფიცარი ე.წ. ნაგვერდულების ქვეშ იყო განთავსებული.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებული 3 ავტომანქანის ძარაზე ჯამში 4 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები