საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი “ტვიტერზე” მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მისი მკვლელობის ბრძანება პუტინმა გასცა და საქართველოს მთავრობა ამ
გეგმას ახორციელებს, ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მტკიცებულება საეჭვოა.
მისივე თქმით, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოსკოვი მკვლელობისთვის სხვა მეთოთებს იყენებს.
„სააკაშვილის განცხადებით, პუტინმა მისი მკვლელობის ბრძანება გასცა – გეგმა, რომელსაც, მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
მტკიცებულება? საეჭვოა. უფრო მეტიც, წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსკოვი მკვლელობისთვის სხვა მეთოდებს იყენებს“, – წერს უილიამ კორტნი.