თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისში, მეტროსადგურ “300 არაგველთან” “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთებში, იწყება ასევე აქცია  მეტროსადგურ „დიდუბესთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები