გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ – საერთაშორისო სასამართლოსთვისაც

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმები მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – საერთაშორისო სასამართლოსთვისაც.

„პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ – საერთაშორისო სასამართლოსთვისაც. მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა ის დაწესებულება, რომელშიც იმყოფება, ბუნებრივია, ამას ექიმები, მათ შორის – მისი პირადი ექიმი გადაწყვეტს, რომელსაც არაერთხელ, რომ ყველაზე კარგი წამალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის საკვები პროდუქტების მიღება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები