სუს-თან მიმდინარე აქციის დროს ავტომობილში მჯდომი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა, უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს, აღნიშნული დროის განმავლობაში ზურაბ ჯაფარიძე კვლავ ავტომობილში იმყოფებოდა.