დავით კირკიტაძის თქმით, ოპოზიციის აქციებითა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე მალე იზეიმებს
‘ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად ძალიან მალე იზეიმებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გავრძელდება.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების სურვილი და დიდი ოცნებაა, რაიმე სახით დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებსა და ქუჩებში. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანად და მტკიცედ ვაპროტესტებთ იმ მავნე და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის თავს ტრიალებს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ აქციებით და ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით სიმართლე აუცილებლად, ძალიან მალე იზეიმებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.