“ქვეყნის 6 ქალაქში სუს-ის ოფისები ბლოკირებულია” – “გირჩი”
ამ მომენტისთვის ქვეყნის ექვს ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში სუს-ის ოფისები ბლოკირებულია “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა შენობის შესასვლელი ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებებით.
“გირჩი” ითხოვს:
1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.


