ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის მარათონი 38 სოფელში გაიმართა და 4000-მდე ადამიანი აიცრა
38 სოფელში გაიმართა ვაქცინაციის მარათონი და, დაახლოებით, 4 ათასამდე ადამიანი აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა ამ მარათონის სახეცვლილება წარვადგინეთ წინა საბჭოზე. ამ სახეცვლილებაში გახლავთ სამი მიმართულება: ეს არის ორი მუნიციპალიტეტი (გურჯაანი და ოზურგეთი), სადაც გვინდა, სწრაფად, ერთი თვის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. ხშირად მეკითხებიან, რატომ ავარჩიეთ ეს მუნიციპალიტეტი? იქ ახლადარჩეული მერები ჩვენი კოლეგები არიან და კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა. მეორე მიმართულება არის 10 დიდი ქალაქში ძლიერი საკომუნიკაციოა კამპანია და ასევე სამი რეგიონი – თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გვინდა, წელს აუცილებლად 60%-იანი მოცვა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.