ელენე ხოშტარია: ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, რამდენიმე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
რადგან ფეხბურთი მორჩადა თანაც მოვიგეთ გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე.
“ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა. ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე. თუ რამე “გაკრიტიკულდება” ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.
დღე მე-9-ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით. თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ”, – წერს ხოშტარია.