შსს-ს გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი ეწვია

  ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი გეორგ შალკჰაუსერი ეწვია. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. შს სამინისტროს ინფორმაციით, გეორგ შალკჰაუსერმა შეხვედრა გამართა შსს-ს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიმართულებები და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შსს-ს სხვადასხვა დანაყოფსა და მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები