ბიძინა კულუმბეგოვი: 1 თვის თავზე 1400 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი თქვენს თავში ჩამახედა, რა ხდება?! აიცერით!
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ წერს. კულუმბეგოვის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მატება ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება. მედიკოსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ.
“ერთი თვის წინ დავწერე, თუ ვაქცინაცია არ გავააქტიურეთ, წლის ბოლომდე 2000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპებათქო. კრიტიკის ქარცეცხლი და წყევლა-კრულვა არ დამაკლეს, კიდე ნუ სტრესავ ხალხს, საიდან იცი, იუდა, წინასწარ რამდენი მოკვდებაო. 1 თვის თავზე 1400 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი თქვენს თავში ჩამახედა, რა ხდება?! აიცერით!”, – წერს კულუმბეგოვი.