გია აბაშიძე: ორი დღის წინ, პატიმარ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია თავად მოითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას, რათა საზოგადოებას ენახა მისი “ნაცემი, ნაწამები” კლიენტი
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებას ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებს პერსონალს და სამედიცინო ტექნიკას აზიანებს.
როგორც აბაშიძე წერს, პატიმარ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია თავად მოუწოდებდა სპეციალური პენიტენციური სამსახურს სააკაშვილის გადაყვანის კადრების გასაჯაროებისკენ.
,,ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის ბადრაგირების ვიდეოკადრებზე სასოწარკვეთილად აყვირდნენ ნაცსექტის გამორჩეულად არაადეკვატური აქტორები, მათზე მიბმულია ხელოვანნი და, რაც მთავარია, კალაძისთვის პირველ ტურში ხმების მომპარავი, “ქართული ოცნების” გუნდის მოღალატე – გიორგი გახარია.
ზოგს რა ძალიან მოკლე და შერჩევითი მეხსიერება აქვს. ორი დღის წინ, პატიმარ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია თავად მოითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას, რათა საზოგადოებას ენახა მისი “ნაცემი, ნაწამები” კლიენტი. მგონი, თავად ‘ლუზერ’ გვარამიასაც არ ახსოვს, თუ რა დაწერა. აწი წაშლის თუ არა უწინდელ Facebook-სტატუსს, აზრი არ აქვს. ‘სქრინი’ შენახულია”, – წერს აბაშიძე.