“პიჯაკების საქმეზე” სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს ჩაინიშნა – ადვოკატები სააკაშვილის პროცესზე დასწრებას მოითხოვენ

ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი  – მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს ჩაინიშნა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განცხადებით, ისინი აღნიშნულ საქმეზეც მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანას.

“ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრებას, თუმცა, 15 ნოემბრისთვის როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარ თქმა გამიჭირდება. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწროს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საუბარია 9 მილიონ ლარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები