გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა იყო სპეკულაცია

“საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი სპეკულაცია იყო.

„გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ორი რამ დაინახა, ერთი ის, რასაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ამ თვალსაზრისით ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს. თქვენ დაინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც, სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის სტაბილურობის გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეხვიდე. სხვა შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები