ნარაზენში საკალანდიოს უბანი ცენტრს ახალი გზით დაუკავშირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა. გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ნინო ვიბლიანი, მოადგილე – ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი – კონსტანტინე კაკავა გაეცნენ. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10-კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოსa და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც. სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოებიც, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები 1260 ოჯახი ისარგებლებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები