ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა.
შეხვედრა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა.
ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო.
შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ კლიმატის მხარდაჭერის პოლონურ პროექტთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 11,25 მილიონი ევროა და ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცა კლიმატის პოლიტიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის ზრდა, ენერგოეფექტური შენობები, ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების ტრანსფორმაცია, ნულოვანი და დაბალი ემისიის მქონე ტრანსპორტი. ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთის მხარე განიხილავს საინვესტიციო, საკონსულტაციო და შერეული ტიპის პროექტებს.
ინიციატივის ფარგლებში, ქართულმა მხარემ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.
ნინო თანდილაშვილმა პოლონური მხარის წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია.