თეა წულუკიანი: სააკაშვილის უფლებები დაცულია, როგორც ყველა პატიმარს, ისე მასაც მოუწევს, მოიხადოს სასჯელი
მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ამ პატიმრის უფლებები დაცულია პენიტენციურ სისტემაში. მე მესმის, რომ არცერთ პატიმარს არ მოსწონს სასჯელი და, მათ შორის, ამ კონკრეტულ პატიმარს, თუმცა, ამ პატიმარსაც მოუწევს, მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას სასამართლომ მიუსაჯა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.