მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
“მიშას პროცესი 29 ნოემბერს ჩანიშნეს, სამივე მოსამართლე არის ჩვეულებრივი სადისტი-ტროიკა”, – წერს უგულავა.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.