ბექა ბასილაია: პროკურატურის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად, ჩვენთვის მიუღებელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად მიხეილ სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ, ადვოკატი ბექა ბასილაია არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ, რადგან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქ მივიდეს. როგორც სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები