პროკურორი – გიგი უგულავას: კანონებს ნუ მასწავლით!
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
“კონსტიტუციას და კანონებს ნუ მასწავლით”, – ასე უპასუხა წიკლაურმა უგულავას, რომელმაც მოითხოვა, რომ პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშუალება “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მაინც მიეცათ.
„პირველი არხს მაინც მიეცით ,,ლაივის,, უფლება, ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის, რომ საჯარო იყოს?“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელეიშვილს.
საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებრია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც.
„გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.