ადვოკატი: თუ ის უზრუნველყვეს, რომ გლდანში სააკაშვილი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ, სასამართლო დარბაზში რატომ ვერ უნდა უზრუნველყონ მისი მოყვანა

“თუ ის უზრუნველყვეს, რომ გლდანში სააკაშვილი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ, სასამართლო დარბაზში რატომ ვერ უნდა უზრუნველყონ მისი მოყვანა”,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ადვოკატები სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დასწრებას ითხოვენ.

“გლდანში გადაიყვანეს ყოველგვარი არეულობის გარეშე, თუ ის უზრუნველყვეს, რომ გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ ვერ უნდა უზრუნველყონ, როცა 24 საათით ადრე მიუვიდათ მოთხოვნა, რომ აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი – თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ, გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მისი ყოფნა”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები