სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულთა მიმართ პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის.