გარდაბნის მერი: დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით

“დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით”, – ამის შესახებ გარდაბნის მერმა, დავით კარგარეთელმა პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა.

„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ, 5 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა. პრემიერმინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევასა და საჭიროებაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით კარგარეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები